ეროვნული თავდაცვის აკადემიაში “სამხედრო არქეოლოგიის” კაბინეტი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი ახალი სასწავლო-შემეცნებითი სივრცე „სამხედრო არქეოლოგიის“ კაბინეტი გაიხსნა.
აღნიშნული სივრცე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
სასწავლო-შემეცნებით სივრცეში გამოფენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული საბრძოლო იარაღის ნიმუშების ფოტომასალა.
ასეთი სახის სივრცეები აკადემიის იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული სახით და ვიზუალური აღქმით მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა სახეობის იარაღის შექმნის ისტორიაზე, იარაღის ევოლუციას და ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა