Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტრენინგი “სტუდენტზე ორიენტირებული აქტიური სწავლების მეთოდები“ ჩატარდა

სამხედრო
26.07.2024 / 14:09
273
Frontnews image description

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი “სტუდენტზე ორიენტირებული აქტიური სწავლების მეთოდები“.  

 

ტრენინგი განხორციელდა NATO DEEP-ის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტების – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ომის კოლეჯის პროფესორის, დოქტორ აბიგაილ სტოუნროკის და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ აურა კოდრეანუს ხელმძღვანელობით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო აკადემიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების სამხედრო და აკადემიურმა პერსონალმა, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლებმა.

 

ზემოხსენებული ტრენინგი მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სამხედრო და აკადემიური პერსონალის გადამზადებას  აქტიური სწავლების მეთოდების  დანერგვაში. 

 

Advertisement