ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს


ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, აკადემიის ეზოში მდებარე ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლი “იუნკერი“ წარმოადგინეს და 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.
თაგები:
იუნკერები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს