ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს


ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ხუთი კვირის განმავლობაში იუნკერებმა სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს