ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს


ავტორი
Front News საქართველო
დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები დააჯილდოვა.
იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში მომავალი ოფიცრები სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა