ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერები აშშ-ში კადეტთა საველე სწავლებაზე იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო






ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვესტ-პოინთის სამხედრო აკადემიაში კადეტთა საველე სწავლებაზე იმყოფებოდნენ.
თავდაცვის აკადემიის ინფორმაციით, სწავლებაში საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აკადემიის იუნკერებმა.
“აღნიშნული სწავლება გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში და მოიცავდა ნავიგაციის, არტილერიის, ავიაციის, ინჟინერიისა და ტაქტიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
სწავლების მიზანი იყო მომავალი ოფიცრების მომზადება სამხედრო კომპონენტში და სამხედრო მოსამსახურისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკაში გამოყენება და განვითარება”, – აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა