
ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ კანადის, ბელგიის, უნგრეთის და აზერბაიჯანის სამხედრო საგანმანათლებლო სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებს და "ერაზმუს +“ პროგრამის კოორდინატორებს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიმდინარეობისას განხორციელდა სამუშაო შეხვედრები აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხების შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი განვითარებისათვის. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
აკადემია აღნიშნულ ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და "ერაზმუს+" პროგრამის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს