Logo

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" - ტრამპის და ზელენსკის მოლაპარაკებები დასრულდა

უკრაინა
153
Frontnews image description

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის თქმით, იტალია და ევროპა სრულად უჭერენ მხარს აშშ-ის ინიციატივას.

"ახლა ვნახოთ, რა მოხდება. ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ვნახოთ, მიიღებს თუ არა პუტინი წინადადებებს. უსაფრთხოება ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც მნიშვნელოვანია. ევროპას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი: ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული აშშ-სთან, რადგან შეგვიძლია ვიყოთ მთავარი პარტნიორი ომის დასრულებაში“, - განაცხადა ტაიანიმ.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საუბარი გაიმართა ევროპელ ლიდერებთან.

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

"ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა", - აღნიშნა მან.

28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც სამშვიდობო გეგმის განსახილველად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები