Logo

“ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში მექნება”

საზოგადოება
1077
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება.

"აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში მექნება.

ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, მჯერა რომ ბატონი ალიევი, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას", – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

თაგები:

Advertisement