ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საგამოძიებო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს