“ერთ მხარეს არის ხალხი, რომელიც ტაშს უკრავს ლგბტ პროპაგანდის დამცველ როთს, მეორე მხარეს დგას ხალხი, რომელიც დიდ პატივს სცემს ვიქტორ ორბანს – ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს”

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, – წერს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
“ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.
ერთ მხარეს ხალხი, რომელიც უსტვენს და აგინებს ვიქტორ ორბანს და ტაშს უკრავს მიხაილ როთს, ლგბტ პროპაგანდის დამცველს და ჩვენი სარწმუნოების მძაგებელს და მეორე მხარეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დიდი პატივს სცემს ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველს!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
თაგები:





