
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა.
მისი თქმით, თბილისის მოქმედ მერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.
"ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს