
ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, რაც მამხნევებს არის ის, რომ ზუსტად ვიცი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა დანამდვილებით და დასაბუთებით თქვა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი სიცოცხლის თუ თავისუფლების ფასად ჩამოვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას განიხილავენ.
„ყველამ კარგად იცის ჩემი და მიშას მეგობრობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ გვქონია განსხვავებული შეხედულება. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის აზრს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანის აზრს, ვინც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასე დემოკრატიულად, ძალიან დიდი უმრავლესობით აირჩია პარტიის თავმჯდომარედ და მართლა უღრმესი პატივისცემა მაქვს ნიკა მელიას მიმართ. ორივეს აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გუნდის უმრავლესობა ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით, ცხადია, ყველამ ის გზა უნდა ავირჩიოთ. პირადად მე მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში იმ პირობებით შესვლასთან დაკავშირებით, რა პირობებიც არის ამ დოკუმენტში მოცემული. ერთადერთი, რაც მამხნევებს არის ის, რომ ზუსტად ვიცი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა დანამდვილებით და დასაბუთებით თქვა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი სიცოცხლის თუ თავისუფლების ფასად, ჩამოვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა, განვიხილოთ მისი წინადადება. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს