“ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საპილოტე პროგრამა “სამხედრო საქმე“ ისწავლება.
ამჯერად საარტილერიო ბრიგადაში ქუთაისის მე-15 და 26-ე, ასევე ონის, ცაგერის, ლენტეხის N1 და ამბროლაურის N1 საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები და „სამხედრო საქმის“ პედაგოგები იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების დასასრულს უფროსკლასელებმა ბრიგადის სასადილოში “ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
თაგები:
ერთი დღე ჯარში

“ერთი დღე ჯარში” პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

“ერთი დღე ჯარში” – პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ მოსწავლეებს „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა