“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ამსტერდამში იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
მან დატოვა ყაზახეთი, ყაზახეთის ავიახაზებით და ის იმყოფება ამსტერდამში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა ლევან ვარშალომიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 19 მარტს უკვე გარკვეული იყო ყაზახეთის მხრიდან ვარშალომიძეზე ყველაფერი.
“19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის მოთხოვნით იყო მხოლოდ და მხოლოდ, იმ უსაფუძვლო არგუმენტებით, მით უმეტეს, სამართლებრივი არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, ერთადერთი მდგენელი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა ლევან ვარშალომიძის. ყაზახეთის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნა დაუყოვნებლივ გათავისუფლებული განყოფილებიდან. ამის შემდეგ, დღეს დილით, უკვე 06:10 საათზე, მან დატოვა ყაზახეთი ყაზახეთის ავიახაზებით და ის იმყოფება ამსტერდამში”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ვარშალომიძე 18 მარტს ყაზახეთის საზღვარზე დააკავეს.
თაგები:
ლევან ვარშალომიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა