“ეს არ იყო არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება”


ავტორი
Front News საქართველო
"ეს არ იყო არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება", – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, მისმა წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკვე მოინახულეს და დღის განმავლობაში თავადაც აპირებს ნიკა მელიასთან შეხვედრას.
"პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, თუ რა საჭიროებით არის განპირობებული, რომ დღეს ბრალდებული ნიკა მელია, ოპოზიციის ლიდერი, იყოს პატიმრობაში და რაში შეუშლიდა ხელს, გარეთ რომ ყოფილიყო. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. რაც შეეხება შტურმს პოლიტიკურ კრიზისში, ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, ორგანიზაცია, არასამთავრობო სექტორი, რიგითი მოქალაქეები აფიქსირებედნენ პოზიციას, რომ მსგავსი სახით დაკავება გაამწვავებდა ვითარებას და ჩიხში შეიყვანდა სიტუაციას. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ამერიკის საელჩომაც გააკეთა განცხადება. თქვა, რომ ამ განხორციელებული ქმედებების გამო კიდევ უფრო გადაიწევს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც ჩვენი გაცხადებული კონსტიტუციური მიზანია. ძალიან სამწუხაროა, რასაც აქვს ადგილი. დღეს შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ექნებათ პროტესტი, თუმცა თქვეს, რომ ეს კრიტიკული გზა უნდა გაიარონ ისე, რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანდეს", – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, სახალხო დამცველმა მზაობა გამოთქვა, პარლამენტს კიდევ ერთხელ განუმარტოს, რატომაა ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელი.
"გირაო იქნება ეს, პატიმრობა, ბრასლეტი თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება, ეს არ არის სავალდებულო. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებები უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ამ ღონისძიების გარეშე ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს, ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. ჩვენ ამ შემთხვევაში ეს დასაბუთება ვერ დავინახეთ", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თაგები:


სოზარ სუბარი – თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს გაუგებარია და მიუღებელიც მათი ეს განცხადებები

მამუკა მდინარაძე – ამ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და ეს ომი, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც ჩვენს მეგობრებს არ უნდა დაავიწყდეთ

პუტინი – რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას, ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება