Logo

“ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა, მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ”

საზოგადოება
500
Frontnews image description

რიონის ხეობაში გაუჩინარებული ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის ნიკა ანთიძის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. 27 წლის ახალგაზრდის ბოლო წერილს, მისი ოჯახის ადვოკატი ასაჯაროვებს. წერილი 10 აპრილსაა გაგზავნილი, იქამდე, სანამ ნიკა ანთიძე წყალში შევიდოდა. 

"მან ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი მის მობილურ ტელეფონში. ეს იყო მესენჯერში, ელექტრონული სახით. იცით, რომ ეს მობილური დატოვა ნაპირზე. შემდგომ ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როდესაც ის გადახტა მდინარეში. შექმნილი გვერდი აქვს რაღაც ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა"-აცხადებს უფლებადამცველი  გიორგი ჭოჭუა. 

ადვოკატი განმარტავს, რომ  სიცრუეა თითქოს ნიკა ანთიძე ნასვამ მდგომარებაში იმყოფებოდა და მდინარე რიონში ამ მიზეზით გაუჩინარდა.

"მინდა გითხრათ იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იგი ტრაგიკული შემთხვევის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების და კარვებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არამცთუ ალკოჰოლი, სიგარეტის მოხმარებაც აკრძალულია.

ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით"-აცხადებს უფლებადამცველი.

წერილში კი, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა გაუჩინარებამდე დატოვა, წერია:

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები  დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს" – აღნიშნულია მესიჯში.

ნიკა ანთიძემ საკუთარი მობილური ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები