Logo

“ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე”

საზოგადოება
1007
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური აქტივობა საინტერესო აღარ არის. 

ჩიხლაძის თქმით, როგორც ჩანს, ელისაშვილი არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები არიან გაერთიანებული და ამიტომ შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს.

“ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე, რა ბზარი, სად ნახეთ, რომელ ოპოზიციურ პარტიაში. მას ჰქონდა თავის განსხვავებული პოზიცია, გაამწვავა, აღარ შევალ სპეკულაციებში, თუ რატომ და წავიდა თავისი გზით. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია და ამაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ. ის რაც გააკეთა, თვითონ მას აზიანებს. ყველაფერი ნათელი იყო – ადამიანი ყველა პარტიას თავს ესხმის,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
 

თაგები:

Advertisement