“ეს არის ევროკავშირის დაჩმორება, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხარო”

ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთავი გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.
ნათელაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ევროპის კავშირის უსუსრობას ნიშნავს.
„ევროკავშირის გირაო ნიშნავს, რომ ევროპის კავშირმა გამოიჩინა უსუსურობა, ვერ გაბედა რუსი კრიმინალი ოლიგარქი ივანიშვილის ანგარიშებიდან თუნდაც ერთი ევროს დაყადაღება რომ ამით ის ეიძულებინა პოლიტიკური პატიმრები გამოეშვა, ახალი არჩევნები დაენიშნა. შესაბამისად, ეს არის ევროკავშირის დაჩმორება, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი გადახდილია. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.
თაგები:





