
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება მათი თვითმიზანი არ არის. ის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადასარჩენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
"როდესაც იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა შეიძლება ამ კომენდანტის გარეშეც და მობილობა არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენი მოლაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაშინ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა.
იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, რომ აქედან გამომდინარე ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს ასე. ეს არის კომპლექსური საკითხი და არავის თვითმიზანი არ არის კომენდანტის საათის არსებობა", – აცხადებს ოხანაშვილი.
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, პეტიციას უკვე 30 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს