Logo

“ეს არის პირდაპირ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი”

საზოგადოება
399
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე აქტივისტებისთვის სანქციების გამკაცრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და არავის ემსახურება, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა. 

"მიღებული ცვლილებები ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მიერ ახალი ტყვეების, ახალი მძევლების დატყვევებას, დაპატიმრებას და შემდეგ ამათი საშუალებით ზუსტად ისე ვაჭრობას საქართველოს ბედზე, როგორც ახლა პოლიტპატიმრებით გვევაჭრებიან. გუშინ მიღებული ცვლილებები ემსახურება აქ მდგომი ადამიანების, ვისაც სამართლიანი პროტესტი აქვს, ამათ დაკავებას ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ფაქტობრივად სამჯერ გაზრდილი დროით, ვიდრე დღეს მიღებულია, წინასწარი დაკავების საკნებში ყოლას, ვიდრე დღეს არის. ეს არ ემსახურება არავის, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა. ამის შესახებ შეფასება გააკეთა ამერიკის საელჩომ, ამის შესახებ შეფასებას გააკეთებენ ევროპელი მეგობრები. ეს არის გადადგმული ნაბიჯი პირდაპირ ავტორიტარიზმისკენ. აქ სამართლებრივი შეფასება მეორეხარისხოვანია, იმიტომ რომ ეს არის ახალი მძევლების ტყვედ ჩაგდების საშუალება"-განაცხადა ჩალაძემ.

თაგები:

Advertisement