Logo

”ეს არის საჯაროდ დემონსტრირება ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში”

საზოგადოება
365
Frontnews image description

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

"ეს არის საჯაროდ დემონსტრირება გარკვეული ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში სხვადასხვა თანამდებობის მქონე ადამიანებზე და ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფორმაა, არასწორი მიმართულებაა, რომელსაც დაადგა "ქართული ოცნება" და მე მათ უნდა გავახსენო, რომ ერთ დროს სწორედ "ქართული ოცნება" ძალიან მკაცრად ებრძოდა მსგავს პრინციპებს, რომელსაც აქტიურად იყენებდა "ქართული ოცნების" წინამორბედი "ნაციონალური" ხელისუფლება.

მე არ შემიძლია რაიმე დეტალებზე ვისაუბრო, სანამ თვითონ გეგა არ ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ", – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები