
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლი მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოეწერა.
ელჩი მხარეებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე, როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს