Logo

“ეს არის საცოდავი პიროვნება, ზოგიერთი კიცხავს, აგინებს, კი არ უნდა ვაგინოთ, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ”

საზოგადოება
1362
Frontnews image description

"ბერას კი არ უნდა ვაგინოთ, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ"-ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა. მან ბერა და ბიძინა ივანიშვილებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცნობდა მათ, მაგრამ საქმე აქამდე თუ მივიდოდა ვერ წარმოიდგენდა. 

"მე ვიცოდი ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ბერაზე ასეთი წარმოდგენა არ მქონდა. რაღაც საცოდაობა მოვისმინე. მე ეს ადამიანი შემეცოდა თავიდან ბოლომდე. ეს არის საცოდავი პიროვნება. ზოგიერთი ახლა კიცხავს, აგინებს, კი არ უნდა ვაგინოთ, ამას ახლა გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმედაა დაავადებული", – განაცხადა ბურჭულაძემ. 

ბურჭულაძე გამოსავალს ივანიშვილის ფინანსებზე სანქციების დაწესებაში ხედვას.

"ესენი თავისით წამსვლელები არ არიან, გამორიცხულია. ამათ წაიყვანს მხოლოდ ერთი რამ: თუ სანქციას დაუწესებენ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს. წინააღმდეგობასაც არ გაწევენ მერე, უცებ გაქრებიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს  უფუჭებენ მომავალს და სხვათა შორის ამას მიაღწიეს. ჩვენი შესვლა ნატოსა და ევროკავშირში მალე  ეჭქვეშ დადგება, შეიძლება დამდგარიც არის უკვე, მით უმეტეს, ახლა თუ პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჩავა საქართველოს სახელით"-განაცხადა ბურჭულაძემ.

6 მარტს, "ტვ პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

თაგები:

Advertisement