
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადანაცვლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პროვოკაციული უწოდა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ოპოზიციის მოგონილია და პარტიაში ჰარმონიული ურთიერთობაა.
"ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, დაშლილი ფაქტობრივად, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ყველას ძალიან მჭიდრო ერთმუშტად შეკრული სიტუაცია"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს