Logo

“ეს არის შეთანხმების პირველი და ნათელი შედეგი”

საზოგადოება
960
Frontnews image description

დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი.

"ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, გასული დღეების მანძილზე, ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად, ვფიქრობ, გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს როდესაც ისინი ნახავენ რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწადნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ეს იყო შეცდომა. 

ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია ძალიან მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ ეს პოლიტიკური დევნის პრობლემა მომავალ არჩევნებამდე მაინც", – აცხადებს სამადაშვილი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები