“ეს არც ერთი მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიღაც ვიღაცას უგებს”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კრისტრიან დანიელსონთან საუბარი საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა.
მისივე თქმით, ამ დიალოგში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული და ეს აღქმა არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს.
"შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, მემგონი არის სრული გაგება და რაც ყველაზე მთავარია კრისტიან დანიელოსონს აქვს ძალიან ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე კრიზისისა. მე ვფიქრობ, იმაზე შევთანხმდით, რომ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომავალზე, რადგანაც გამოსავალი მომავალშია. ეს არც ერთი მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიღაც ვიღაცას უგებს. ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ აღმშენებლობაში. სწორედ ეს არის ჩვენი ყველას ფოკუსი. ქვეყანას სხვა გამოსავალი ნამდვილად არ აქვს, ამის საფუძველს დღევანდელი დიალოგი ნამდვილად მაძლევს.
ჩვენ რაიმე განსაკუთრებული აზრი არ მოგვისმენია, რომ ქვეყანამ რაღაც განსხვავებული გზით უნდა იაროს. მთავარი არის ის, რომ ამ კრიზისს რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ დავძლევთ, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ქვეყანა გაჩერებულია", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:


სანდრო რაქვიაშვილი – ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული

სალომე ზურაბიშვილი – არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავაყოლოთ ეს პროცესი – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს, არავინ არ არის იმის ფასი, ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ

ნიკა გვარამია – არსად წასვლას არ ვაპირებ, “მთავარი” არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო