“ეს დღე განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს როგორი იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს”


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, ეს არის დღე, რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის.
"8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, დღე, რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის. როგორი უნდა იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ქართველს აძლევს ბოლომდე ბრძოლის ძალას საქართველოსთვის. ამ პათოსით იზრდებოდნენ თაობები და კიდევ ბევრი გაიზრდება. ვულოცავ დავითობას სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს