
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა თავად პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის იქნება უკეთესი.
"გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრი არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება პარტიისთვის, მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი ყველა ვარიანტში შესრულდება, მიუხედავად იმისა "ნაციონალური მოძრაობა" რა გადაწყვეტილებას მიიღებს", – აცხადებს სამადაშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს