“ეს გახლდათ მორიგი მცდელობა ჯარის დისკრედიტაციის პარტიული ექსპერტების გამოყენებით”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“გვინდა გამოვეხმაუროთ პალიტრა მედიის ერთ-ერთ გადაცემაში პარტიული ექსპერტების მიერ თავდაცვის უწყების დისკრედიტაციის მცდელობას, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია.
კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საავიაციო ნავთის შეძენას ღია ტენდერის საფუძველზე. სამწუხაროდ, პალიტრა მედიაც ჩაერთო ჯარის დისკრედიტაციის კამპანიაში.
გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი გაუფორმა “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯიას”, რომელიც არის ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხოლო ნავთობი წარმოებულია თურქმენეთში, რაც დასტურდება შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატებით. შესაბამისად, ეს გახლდათ მორიგი მცდელობა ჯარის დისკრედიტაციის პარტიული ექსპერტების გამოყენებით.
რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებთან თავდაცვის უწყების მიდგომის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი გაუქმებული და შეწყვეტილი პროცედურები, სადაც ტენდერში, სწორედ, ასეთი კომპანიები იყვნენ გამარჯვებულნი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს