Logo

“ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება გაზრდილი ტურისტების რაოდენობაში და გაზრდილ შემოსავლებში”

საზოგადოება
590
Frontnews image description

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა ეკონომიკურ მდგომარებაზე, მათ შორის ლარის კურსის დასტაბილურებაზე დადებითად იმოქმედებს. 

"ეს არის კიდევ უფრო ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს, რომლებიც სხვადასხვა გზებით შემოვლენ, არამარტო საჰაერო გზით, არამედ სახმელეთო გზით და მოგეხსენებათ, ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება, როგორც გაზრდილი ტურისტების რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში.

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მინდა ვთქვა, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენ ეტაპობრივად, ეპიდვითარების კონტროლით ვხსნით საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, საჰაერო, ახლა უკვე სახმელეთო საზღვრებს, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ვხედავთ", – განაცხადა თურნავამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები