“ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა”

ავტორი
Front News საქართველო
ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ დროისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ელის.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


