“ეს ის საკითხებია, რომელზეც საჭიროა დაპაუზება”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.
„გეგმის მიხედვით, ორი ტიპის დანიშვნა უნდა მოხდეს, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება და მოვახდინოთ რეაგირება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა გაკეთდება სამომავლოდ.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ შევჯერდით ვენეციის კომისიის ღია მოსაზრებაზე, რომელსაც ეს პროცესი მიყავს სანდობასა და ინკლუზიურობამდე, ახლა უკვე ახალი პარლამენტის შემადგენლობით ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხი აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი გათვალისწინება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თაგები:





