Logo

“ეს ხელშეკრულება არ იძლევა პოლიტპატიმრების გამოშვების საშუალებას”

საზოგადოება
793
Frontnews image description

"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივანი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი შარლ მიშელის შეთავაზებული დოკუმენტით კმაყოფილი არ არის და აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობას არ იძლევა.

"სამწუხაროდ, ნაჩქარევად გაფორმებულმა ამ ხელშეკრულებამ არ მოგვცა საშუალება განგვემუხტა კრიზისი, გადაგვეწყვიტა პოლიტპატიმრების პრობლემა. ოცნების პოლიტიკური ტერორით დაკავებულ რეჟიმს მისცა საშუალება გაეგრძელებინა ვაჭრობა პოლიტიკური ტყვეებით. ეს ხელშეკრულება არ იძლევა საშუალებას პოლიტპატიმრების გამოშვების, ძალიან დიდი, პირველ რიგში, მორალური კომპრომისის გარეშე და არ არის მთლად პატიოსანი საქციელი იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ციხეში არიან, ამ მორალური არჩევანის გაკეთება და  ისრების მათზე გადატანა"-განაცხადა კალოიანმა.

თაგები:

Advertisement