“ეს ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბდეს რა უნდა, მერე მობრძანდნენ და წარმოადგინონ თავისი პოზიციები”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პლებისციტის თემა თავად ოპოზიციის წამოჭრილია და ამაზე მმართველ პარტიას თანხმობა არ მიუცია.
მისივე თქმით, ახლა ამ თემას თავად ოპოზიციავე აკრიტიკებს სააკაშვილის მითითებით.
"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავსხდეთ და ვისაუბრით, მათ შორის, პლებისციტი შემოადგეს, რომელზეც ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია, ამაზე არც ყოფილა საუბარი, თუმცა თვითონ წამოჭრეს თემა, შემდეგ სააკაშვილი გამოვიდა და თვითონ დაგმო, ასეთ ჭრელო პეპელასთან, ეს ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბდეს რა უნდა, მერე მობრძანდნენ და წარმოადგინონ თავისი პოზიციები. ჩემის აზრით, პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს უნდა გაზომოს თავისი ნდობა საზოგადოებაში აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს