
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის რეგიონებში გასვლას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის მიმართ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მორიგი მცდელობაა.
"ეს არის ფუჭი განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არ დევს და რომელიც მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ: რაიმენაირად დესტაბილიზაცია მაქსიმალური მოხდეს ამ ქვეყანაში. შანსები დესტაბილიზაციის არის მინიმალური, მაგრამ იმ ჩვევას, რომ ისინი ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით არიან ყოველთვის მოსული და ეს დეტაბილიზაცია კვლავ მათი ცხოვრების ერთადერთ დღის წესრიგად გახადონ, რა თქმა უნდა, ამ შანს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. გავიგეთ კიდევ აქციისთვის რომ ემზადებიან, წინასწარ ნუ მეტყვით ახლა რამდენი კაცი მოვა", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიცია დღეიდან, რეგიონებში გასვლას იწყებს და 15 მაისის აქციისთვის ემზადება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს