
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, ეს ჩემთვის ემოციებით სავსე დღეა, რადგან ოთხი თვის განმავლობაში ფალიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ მედიაციის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მისი პერსონალური წარმომადგენლის დანიელსონის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიები შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.
ელჩის თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
„დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი ჩვენი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილი, უმრავლესობა მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ჰარცელმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს