Logo

“ეს ყველაფერი მოვუყევით ჩვენ თავისი სამართლებრივი არგუმენტებით პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, გაიზიარებს”

საზოგადოება
1035
Frontnews image description

"ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის პრეზიდენტს შეხვდა და საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია წარუდგინა.

"აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციის უფლებრივ მდგომარეობას აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაში აყენებდა ეს პოლიციელს და მე მგონია, ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ აქციებთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. ეს საკითხი აქციებთან დაკავშირებით არ უნდა განვიხილოთ, თუკი აქციაზე რაღაც ჯარიმა იწერება, თუ იქ ვიღაცა არ დაემორჩილა ან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, 99% და გაცილებით მეტი კიდევ იწერება  ჩვეულებრივად, მიმდინარე შემთხვევაში, როდესაც საერთოდ აქციაზე საუბარი არ არის და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ვიღაცა პოლიციელს არ ემორჩილება, ვიღაცა წინააღმდეგობას უწევს და შეურაცხყოფას აყენებს, ამ შემთხვევებზე არავინ საუბრობს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, თუ კითხვაზე პასუხი რომ მე-2, მე-5, მე-7, მე-12 შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული, ამაზე პასუხი სწორია და ეს მიდგომა სწორია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა. ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანები, რომლებიც ხელმომწერები იყვნენ შარლ მიშელის დოკუმენტზე, ფიზიკურად, სიმბოლურად შემოვიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა არ მიიღეს მათ შორის ამ კანონპროექტის განხილვაში, მიიღო ორმა მათგანმა მხოლოდ და  ერთი როდესაც ამ კანონზე საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ თურმე სხვა კანონზე საუბრობდა და ეს არ არის სწორი მიდგომა. 

ეს ყველაფერი მოვუყევით ჩვენ თავისი სამართლებრივი არგუმენტებით პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, რომ რადგან სამართლებრივად არც ერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტებთან არის აბსოლუტურ შესაბამისობაში ცვლილებები,  არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებებისათვის ადმინისტრაციული სანქცია ევროპის, ჩვენი მოკავშირე ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს"-განაცხადა მდინარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები