“ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები”


ავტორი
Front News საქართველო
ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აცრების შეთანხმება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
"როგორც ევროკომისარმა ბრძანა და კარგად იცის, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტი იქნება ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრადი მდგომარეობა იქნეს მიღწეული, აღდგენილი იქნეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა", – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს