
ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას აფასებს, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.
ჩიხლაძე აცხადებს, რომ შეტანილი ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს და ვერც მიტინგებს.
"ამას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ, პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არ არის გზა დასავლეთისკენ. ეს არის გზა ლუკაშენკოსკენ, პუტინისკენ და ბერდი მუხამედოვისკენ. ასეთ გზას ადგას "ქართული ოცნება", მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. თუნდაც, შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას. გამოსავალია, ქალბატონი პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს", – აცხადებს ჩიხლაძე.
პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას მხარი გუშინ დაუჭირა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს