ესპანეთის ახალ მთავრობას ისევ პედრო სანჩესი უხელმძღვანელებს


ავტორი
Front News საქართველო
ესპანეთში სოციალისტური პარტიის ლიდერი პედრო სანჩესი მთავრობის მეთაურად კვლავ დაინიშნა. მისი კანდიდატურა ახალი პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა, მათ შორის კატალონიური და ბასკური სეპარატისტული პარტიების წარმომადგენლებმა, – წერს Euractiv.
სეპარატისტების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, სანჩესმა 2017 წლის სეპარატისტული არეულობის მონაწილეების შეწყალების შესახებ შეთანხმება დადო. ამან გამოიწვია მემარჯვენე პარტიების აღშფოთება, რომლებიც უკვე დაჰპირდნენ წინააღმდეგობის გაწევას ახალი/ძველი პრემიერის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის დონეზე, ევროპარლამენტში.
თავის გამოსვლაში სანჩესმა ესპანეთისთვის ახალი ერა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები ესპანეთში ჯერ კიდევ ივლისში გაიმართა, მაგრამ პარლამენტში შესული პარტიები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ ახალ მთავრობაზე. საბოლოოდ გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, როდესაც სანჩესმა ღიად სეპარატისტულ ძალებთან შეთანხმება დადო.
თაგები:
პედრო სანჩესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს