
ავტორი
Front News საქართველო
“ალ თუმამას” სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კოსტა-რიკა დიდი სხვაობით, 7:0 დაამარცხა.
ესპანელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს, რომლის ავტორებიც დანი ოლმო, მარკო ასენსიო და ფერნან ტორესი გახლავთ.
მეორე ნახევარში “ფურია როხა” კვლავ დომინირებდა და 54-ე წუთზე ფერნან ტორესმა დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ, ალვარო მორატას გადაცემით გავიმ ისარგებლა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს კი კარლოს სოლერმა და ალვარომორატამაც შეძლეს თავის გამოჩენა.
აღსანიშნავია, რომ გავი გახდა, ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, იაპონიამ გერმანია 2-1 დაამარცხა. შესაბამისად ამ შედეგით ჯგუფის ლიდერი ესპანეთია, მეორე ადგილზე იაპონია იმყოფება, მესამეზე გერმანიაა, ბოლო პოზიციას კი კოსტა-რიკა იკავებს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს