ესტონეთი ხვალიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს. ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან ამოქმედდება.
ქვეყანაში შესვლა აეკრძალება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ესტონეთის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს თქმით, მთავრობა გინიხილავს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ესტონეთ-რუსეთის საზღვრის მთლიანად დახურვას.
გამონაკლისი იქნება დაშვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ესტონეთში ყოფნის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივონ.
ყოველდღიურად ესტონეთში რუსეთის 2 500 მოქალაქე გადადის, მათი დაახლოებით ნახევარი შენგენის ვიზით.
თაგები:
ესტონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს