ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად, ესტონეთი აწვდის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელ მებრძოლებს”, – წერს მიხალი.
გარდა ამისა, მისი თქმით, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ამ დახმარებას დაემატება “ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტები 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების“.
“უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ ესტონეთის მხარდაჭერას”, – განაცხადა მიხალმა.
ესტონეთი განუწყვეტლივ აწვდის სამხედრო დახმარებას უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ოკუპანტების მიერ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს