ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთი ხდება ევროკავშირისთვის პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია, რადგან სულ უფრო რთული ხდება ერთიანობის შენარჩუნება, – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, ცდის ევროკავშირის ლიდერების მოთმინებას, შვედეთის ნატოში შესვლის შეფერხებით, უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვით და ახალი საიმიგრაციო კანონების პროტესტით. ამავდროულად, რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან ხელის ჩამორთმევა შესაძლოა, ბოლო წვეთი იყოს.
“ეს ხდება პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და ვახერხებდით ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ უნგრეთთან ერთად ეს უფრო და უფრო რთულდება. ჩვენ ვართ ევროკავშირი, გვაქვს წესები, რომლითაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომ დავუპირისპირდეთ იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს“, – განაცხადა კალასმა ევროკავშირის სამიტის წინ.
მისი თქმით, სწორედ უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი.
ნატოში შვედეთის წევრობის ბლოკირების კომენტირებისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი, სავარაუდოდ, თურქეთის დამტკიცების შემდეგ უნგრეთთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს.
თაგები:
კაია კალასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს