ესტონეთის პრეზიდენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ასეთი რთული გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს და პასუხი აგოს მათზე. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ამოცანაა კონსტიტუციის დაცვა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ესტონეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონი 20 ივნისს დაამტკიცა. ამგვარად, ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს.
თაგები:
ესტონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს