ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე დელეგაციის წევრებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან – გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.
თაგები:
ესტონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს