"ევროკავშირი გმობს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში"


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.
"ეს ქმედება, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთი ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში ფრენებს იწყებს.
თაგები:
ევროკავშირი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს