
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პოზიტიურია და მათ ყველა რეკომენდაციას, მმართველი ძალა გაითვალისწინებს.
"ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. რეალურად, ეს დაკვენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა ამ კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად", – განაცხადა თალაკვაძემ.
ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა. დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზეა საუბარი, მათ შორის პარტნიორების შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული, რომელიც საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ეხება. შესაბამისად, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის, გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს