Logo

“ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება, როგორ განხორციელდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”

საზოგადოება
808
Frontnews image description

შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ევროპარლამენტარები მხარეების მხრიდან ახლა უკვე დოკუმენტში მითითებული პუნქტების დროულად განხორციელებას ელოდებიან. 

"პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია ფურცელზე. შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა მიშელმაც თქვა თბილისში ვიზიტისას, რომ პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია და მეც ვეთანხმები მას ამაში, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმებული კომპრომისები საჭიროებს განხორციელებლას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულების განხორციელებას, რადგან თუ რაიმე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის უდიდესს იმადგაცრუებას გამოიწვევს.

ასევე მნიშვნელოვანია კომპრომისი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის დაწყება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, რომელმაც მათ მიანიჭა მანდატი", – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა. 

"შეთანხმება, რომელიც შედგა, მართლაც უმნიშვნელოვანესია. იმპლემეტნაცია უნდა მოხდეს დაუყონებლივ, ძალიან სწრაფად, ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია მალე გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა, რადგან ეს არის შეთანხმების ერთადერთი, მთავარი საგანი, რისი განხორციელებაც უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ, მსხვერპლის გარეშე. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს, თუ როგორ განხორციელდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", – განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა.

თაგები:

Advertisement